“არ გეზარება და აფერი – ასეთი იყო წესი… დიდს დიდი საქმე და საკეთებელი ჰქონდა და პატარას – პატარა” – ზურა შევარდნაძე ბებია–ბაბუაზე
მებაღე ზურა შევარდნაძე სოაციალურ ქსელში გურიაში ბებია–ბაბუასთან გატარებულ წლებსა და საქმიანობას იხსენებს:
„ყურებში მიდგას:
„მოარბენიე, ნენა, ცივი წყალი ჭიდან, არ გეზარება და აფერი…“
„არიქა, გიეკიდე ბაბუა ხბოებს, არ გეზარება და აფერი…“
„არიქა, ბებია ქათმებია ჩასული ბახჩაში და გადმოდენე, არ გეზარება და აფერი…“
„გეიქეცი, მერდინი გამოართვი ეთერის.. არ გეზარება და აფერი…“
„ჩემი ნენა თუ ხარ, გამეგზანე დუდანასას, არ გეზარება და აფერი…“
„ბაბუა სალესი ქვაი მომირბენიე, არ გეზარება და აფერი…“
„გოდორი დამებნა საცხა, მომაძებნიო, ეგება არ გეზარება და აფერი…
“მეზარებოდა კი არა სული მძვრებოდა, ჭირის დღესავით მძაგდა ეს „არ გეზარება და აფერი…“, მარა უარს რავა გავბედავდით, დავბზრიალობდით სულ… ასე იყო მიღებული და ასეთი იყო წესი… დიდს დიდი საქმე და საკეთებელი ჰქონდა და პატარას – პატარა. რომელი ჯობდა, არ ვიცი, ალბათ, ის – “არ გეზარება და აფერი…“