როგორც კი ყავის სმას მოვრჩებით, ნალექს, ბუნებრივია, ვღვრით. არადა, ამის გაკეთება არ ღირს – ყავას საოცრებების მოხდენა შეუძლია. ყავის ნალექი ოჯახში ნამდვილი განძი ყოფილა. ეს ხერხები ამას ადასტურებს.
1. ცხიმიანი თმის რეცეპტი
თუ თქვენი თმა სწრაფად ხდება დასაბანი, თმაში ყავის ნალექი შეიზილეთ და დაიბანეთ. სიფაფუკეს და სისუფთავეს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.
2. ტანის სკრაბი
ყავა ნებისმიერ ღრუბელზე უკეთ აცლის სხეულს კანის მკვდარ უჯრედებს.
3. სახის სკრაბი
ყავის სკრაბი სახეს კარგად წმენდს, თან შესანიშნავ გამაახალგაზრდავებელ მასაჟსაც აკეთებს.
4. არავითარი მუქი წრეები
თვალების გარშემო მუქი წრეები სწრაფად გაგიქრებათ, თუ ამ პრობლემურ უბანს ყავის ნალექით დაიზილავთ. კოფეინი დაღლილი კანის მატონიზირებელი საშუალებაა, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
5. ნიორი დამარცხებულია
სადილის მომზადების შემდეგ ხელებზე ნივრისა და სხვა სანელებლების სუნი აღარ აგივათ, თუ მათზე ყავის ნალექს გადაივლებთ.
6. აქრობს უსიამოვნო სუნს
ფეხსაცმელებიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად საკმარისია მათში ცოტა ხნით ყავის ნალექი მოათავსოთ, შემდეგ კი გადმოფერთხოთ.
7. აქრობს ნაკაწრებს
ყავით ამოავსეთ ავეჯზე ნაკაწრები. მათი კვალი შეუმჩნეველი გახდება.
8. ჰაერის გამწმენდი
ყავას ნებისმიერი უსიამოვნო სუნის შთანთქმა შეუძლია. გამოიყენეთ მისი ეს უნიკალური თვისება.
9. ტაფებისა და ქვაბების სახეხი
დაფქული ყავა გამოიყენეთ როგორც ჭურჭლის სახეხი საშუალება.
10. ქსოვილების შესაღები
თეთრი სამზარეულოს ტილოები, რომლებსაც რთულად ამოსაყვანი ლაქები აქვს, შეგიძლიათ მუქად – შეღებოთ ყავის ნალექში გამოხარშოთ.
11. ძაღლებისთვის სასარგებლო
თუ თქვენს ძაღლს რწყილები ჰყავს, შამპუნში ყავა გაურიეთ და ისე დაბანეთ.
12. კატის საწინააღმდეგო
თუ კატები თქვენს ეზოს თავდაყირა აყენებენ, მიწა ყავით მონამეთ – კატები ამ სუნს ვერ იტანენ.
13. მცენარეებისთვის სასარგებლო
ყავის ნალექი შესანიშნავი სასუქია ნებისმიერი მცენარისთვის.
14. ბაღის ჯადოქარი
არა მხოლოდ სასუქი – ნიადაგის ყავის ნალექის მორწყვით ყვავილის ფოთლებსაც შეეცვლებათ ფერი.
15. ნატურალური პლასტილინი
ყავით, ზღვის მარილით, ცხელი წყლით და ზეთით ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პლასტილინს დაამზადებთ ბავშვებისთვის.
წყარო: mshoblebi.ge