არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი

მასთან ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც პატარა ბავშვთან

აჰყავს ხელში, ხელჩაკიდებული დაჰყავს, ცხვირზე კოცნის და ცდილობს არაფერი აწყენინოს. ის მისი პატარა, ერთი ციცქნა ბედნიერებაა, რომელსაც სიამოვნებით ატარებდა თან გულის ჯიბით.

 

ანებივრებს პატარა ბავშვივით

ყიდულობს მისთვის ნაყინს, შოკოლადებს, მოსწონს, როდესაც თვითონ აჭმევს კოვზით საჭმელს… უწყობს სიურპრიზებს…

 

უვლის პატარა ბავშვივით

აფარებს საბანს, სთხოვს რომ თბილად ჩაიცვას, რადგან გარეთ ცივა, თითქოს მის გარეშე დაიკარგებოდა…

 

პატიობს….

როგორც პატარას პატიობენ…

 

და ყველაზე მეტად მისი დაკარგვის ეშინია!

წყარო: http://mental.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები