„არც მეტი არც ნაკლები, პატრულს დავეჯახე“ – რა მოხდა თბილისში

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი მანჩო ქარსელაძე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პატრულის მანქანას დაეჯახა, რის გამოც ძალიან განიცადა, თუმცა მისივე პოსტიდან ირკვევა, რომ მომხდარი მისი ბრალი არ იყო და ეს თავად პატრულმა შეატყობინა.

„არც მეტი არც ნაკლები, პატრულს დავეჯახე! იქვე 20 წელი მივუსაჯე ჩემს თავს. წამებში წარმოვიდგინე ჩემი ყოფა გისოსებს მიღმა. ჩემსკენ მომავალი ქალი პატრული რომ დავინახე, ზემოდან კიდევ 20 წელი წავამატე. წარმოვიდგინე, გამოვდივარ უკვე მხცოვან ასაკში ციხიდან, მხვდებიან შვილიშვილები, შვილთაშვილები და მე აკანკალებული ხელებით როგორ ვიყვან ხელში ყველაზე პატარა შთამომავალს და ამ დროს პატრულმა ღიმილით, – თქვენი ბრალი არ იყოო!!!“, -წერს მანჩო ქარსელაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები