არჩევნების “მარგალიტები” -“სამტრედიის ტელევიზიაზე მიცვალებული იგებს”

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებმა საზოგადოებას იუმორის გრძნობა გაუღვიძა.
ქართველი ერი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, თუ გრიგოლ ვაშაძე. მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალურ ქსელში იუმორის დიდი ზეიმია.
გთავაზობთ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების “მარგალიტებს”:

“ფეისბუქზე “გირჩმა” მოიგო. „იმედზე“ სალომემ, “რუსთავი 2”-ზე ვაშაძემ და ჩვენს გულებში, მუდამ შალვა იქნება პრეზიდენტი”

“ისე, ორივე რომ იყოს პრეზიდენტი ერთი დღის სმენაში და მეორე ღამის?”

“სამტრედიის ტელევიზიაზე მიცვალებული იგებს”

“ნაცები” იგინებიან, “გირჩი” “ბოლდება”, უსუფაშვილი თავს იმხნევებს, ნათელაშვილი იწყევლება, ზურაბიშვილი იმარჯვებს.

“აუუუ მეორე ტური აღარ გვინდა რაა, კიდე თავიდან რა მოუსმენს ამ ფარულ ჩანაწერებს და ეგზალტირებულ წივილ – კივილს?”

“რაც მთავარია ჭოხონელიძე შეურიგდა ქმარს! მარტო ამად ღირდა ეს არჩევნები და ბუღალტერიას კი მიხედავენ დანარჩენები”

“ცესკო დაითვალა სააკაშვილმა უკვე და თქვენც დადეთ რა შედეგები”

“რუსთავი 2”-ზე ვაშაძე იმარჯვებს, “იმედზე” – ზურაბიშვილი, ობიექტივზე – შალვა ნათელაშვილი, “ტვ პირველზე” ბაქრაძე, რიონზე – შვილები, შვილიშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან რომ ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა”.

“უდაჩნად გაწელილი ჭუჭუ, არჩევნებზე მეოთხე ადგილის გარანტიააო”- გირჩზურაბა”

“მოდი ბარემ ყველას ჩვენი პრეზიდენტი გვყავდეს”

“რუსთავი2”-ზე უკვე სუფრას შლიან, აბა “იმედს” შევუარო, რას შვებიან…”

“354-ე სერიაში სალომე და გრიგოლი ერთად რჩებიან”.

“ტრადიციულ მედიის პრეზიდენტები ვიცით და სოც. ქსელებში ვინ გაიმარჯვა?”

“ეგზიტპოლების შედეგები ყველანაირი გემოვნების ამომრჩევლისთვის…მიირთვით რომელიც გესიამოვნებათ”

“რეალის და სალუაშვილის იქსდვები უნდა გადავაბა…”

“იმედზე” ზურაბიშვილია პრეზიდენტი,” რუსთავი 2”-ზე ვაშაძე და ჯაფარას პლანს ჯერ არ მოუტანია”

“ნიჩია რომ დასრულდეს ისევ მარგველა იქნება პრეზიდენტი?”

“თაკო ჩარკვიანის გულის პულსი დაიდოს”

“ჩემმა მიხეილ-გელამ რა ჰქმნა? შემომაპარეთ, ვერც დიდ სიხარულს გავუძლებ და ვერც ელდას”.
“კაცო, ყველამ როგორ მოიგო, რა თამაშია ეგეთი?”

“ყველა გამარჯვებული და კმაყოფილი რომ არის, არჩევნები იყო თუ სექსი?!”

ერთი ათონელზე იქნება, მეორე-ავლაბარში. აბა, ერთ ოთახში ხო არ დაიძინებენ, კაცო.

“ყველა არხს თავისი გამარჯვებული ჰყავს და ენკი-ბენკიზე მაინც გაემარჯვა ნათელაშვილს”

“ვაძლევ მხოლოდ მათ, ვინც ზურას აძლევს ხმას. მთელი სერიოზულობით!”

 

კომენტარები

სხვა სიახლეები