არქიმანდრიტი ბართლომე: ჩემს კომენტარს ერთი მიზანი ჰქონდა, რაჭველიშვილი მიმხვდარიყო რომ გადავიდა ყველანაირ ზღვარს

არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ანიტა რაჭველიშვილის მიმართ გაკეთებულ კომენტარზე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ რაჭველიშვილის პოსტმა გააბრაზა, სადაც ის ბერა ივანიშვილს აკრიტიკებდა და ფრაზა “კიბო უშველის” მის აზრზე მოსაყვანად თქვა. ამის შესახებ განმარტება არქიმანდრიტმა TV პირველის ეთერში გააკეთა.

” ადამიანი ვიღაცის ქველმოქმედებას აკრიტიკებს და ეს პოლიტიკასთან არის კავშირში. ვფიქრობ, რომ მამების გამო შვილები არვინ უნდა გალანძღოს. ჩემს კომენტარს ერთი მიზანი ჰქონდა, რაჭველიშვილი მიმხვდარიყო რომ გადავიდა ყველანაირ ზღვარს. იქ არც სურვილი იყო და არც წყევლა”,- განაცხადა არქიმანდრიტმა.

“რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ქართველი სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი). რაჭველშვილმა არქიმანდრიტის სიტყვები სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

რაჭველიშვილმა ბერა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც მან სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1,1 მილიონი დოლარის გადარიცხვას გეგმავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები