არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი) სოციალურ ქსელში წერს, რომ ის პოლიტიკაში მიდის. მისი თქმით, ის კენჭს “ნახალოვკაში” იყრის. “მივდივარ პოლიტიკაში “ქართულმა ოცნებამ” შემომთავაზა და მივიღე. ნახალოვკაში ვიყრი კენჭს. გამარჯვების დიდი იმედი მაქვს”, – წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი სოციალურ ქსელში.