არნოლდ შვარცენეგერმა აღიარა, რომ ტრამპისთვის სახის დალეწვა სურდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია „ენ ბი სის“ გადაცემა „კანდიდატის“ ახალმა წამყვანმა, ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა “შოუ ფაქტობრივად დაასამარა“.
ტრამპი 14 წლის განმავლობაში ამ გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი იყო, ახლა კი, მისი თქმით, შოუს რეიტინგი სერიოზულად დაეცა და ამაში, პირველ რიგში, ახალი წამყვანია დამნაშავე. გამოცემა Men’s-თვის მიცემულ ინტერვიუში შვარცენეგერმა განაცხადა, რომ ტრამპთან ამ დაპირისპირებამ ის წყობილებიდან გამოიყვანა და მისთვის სახის დალეწვაც კი სურდა. შვარცენეგერმა ტრამპს ურჩია, რომ „თავის საქმეს მიხედოს“. ამაზე ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთი მწვავე შეფასება დაიმსახურა.
ტრამპმა განაცხადა, რომ „არნოლდი კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე ცუდად მუშაობდა, მაგრამ ტელეწამყვანის ამპლუაში ის კიდევ უარესია“.

კომენტარები

სხვა სიახლეები