რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირად ცხოვრებაზე მის ქვეყანაში არ საუბრობენ, მაგრამ უცხოურ მედიას ეს ხელს არ უშლის. ამიტომ მასზე უამრავი ჭორი ვრცელდება, თუმცა კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, – წერს რუსული მედია.
2014 წელს ერთ-ერთ ამერიკულ პოპულარულ ბლოგზე ჟურნალისტმა ენდრიუ ალექსანდრემ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის ჰომოსექსუალიზმზე გაავრცელა. აღნიშნული ჟურნალისტს პრეზიდენტის ყოფილმა მოახლემ ალიონამ მიაწოდა, რომელიც მასთან 2004-2006 წლებში მუშაობდა, ახლა კი კალიფორნიაში ცხოვრობს. ენდრიუს თქმით, რუსეთში ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა სიცრუეა, რაც შემდგომში მოახლემაც დაადასტურა:
„ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ხშირად მოდიოდა კრემლში ახალგაზრდა ახოვან ბიჭებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკოსებს საერთოდ არ ჰგავდნენ, ისინი სასტუმრო ოთახში ან სატრენაჟორო დარბაზში შედიოდნენ. რას აკეთებდნენ, ვერ გეტყვით, რადგან როცა პრეზიდენტი მოდიოდა, ჩვენ უკანა გასასვლელიდან გავდიოდით. მაგრამ ჩემმა დაქალმა, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა, მომიყვა, რომ ხშირად სმენია ვლადიმერ პუტინის კაბინეტიდან მამაკაცების კვნესა, რომლის შემდეგ იქიდან დაღლილი სახეებით პოლიტიკოსი მამაკაცები გამოდიოდნენ. ასევე ჩვენ არაერთხელ გვსმენია, როგორ იძახებდა პრეზიდენტის დაცვა ბიჭებს გამოძახებით“.
ამ კომენტარის შემდეგ პრეზიდენტის პირადი ცხოვრება უფრო პოპულარული გახდა და სუსტი სქესის წარმომადგენლების რაოდენობა პრეზიდენტის საყვარლების სიაში გაიზარდა. უცხოური მედიის თანახმად, პუტინი პირველ სიყვარულს, მეუღლეს ლუდმილა პუტინას, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს – მარია და კატერინა, მანამდეც ღალატობდა.
უკრაინულ მედიაპორტალ lady.tsn.ua- ზე დაყრდნობით გთავაზობთ პუტინის საყვარლების სიას:
1. სპორტსმენი ალინა კაბაევა სპორტსმენობიდან რადაში რა გზით მოხვდა, ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა ცნობილი.
2. ამბობენ, მსახიობმა მარია კაჟევნიკოვამ სამსახიობო კარიერა პოლიტიკურ კარიერაში მხოლოდ პუტინის გამო გაცვალა.
3. ანა ნეტრბკოს პრეზიდენტი ხშირად „მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ოპერი მომღერალს“ უწოდებდა, ესწრებოდა სპექტაკლებს და პირადად გადასცემდა საჩუქრებს.
4. ვლადიმერ პუტინს ოპერის გარდა ბალეტიც იზიდავს. „მსოფლიო ბალეტის რუსული ბრილიანტი“ სვეტლანა ზახაროვა კულტურის საბჭოს წევრია, რაც მათ სიახლოვეს ადასტურებს.
5. პუტინის პირადი ფოტოგრაფი კი ულამაზესი მოდელი იანა ლაპიკოვა გახდა, რომელიც კრემლის პრესცენტრის თქმით, ყველაზე კაშკაშა და ინტიმურ მომენტებს დააფიქსირებს.
6. ანა ჩაპმანი, – ბრიტანული მედიიდან გამომდინარე, მასზე მხოლოდ ორი მიზეზი მეტყველებს: პირველი – ის არაჩვეულებრივად გამოიყურება და მეორე – მისით ყველა ინტერესდება.
სიის დასასრულს შეგახსენებთ, რომ პუტინი მეუღლეს 2013 წლის 6 ივნისს დაშორდა.