ვინ არის გოგო წითელი ტუჩსაცხით სპეცრაზმელის პირისპირ – ფოტოს წარმოშობის ისტორია

მაკედონიის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე გადაღებულმა ფოტომ, მსოფლიო მასშტაბით აღიარება მოიპოვა – საუბარია სპეცრაზმის წინ მდგომ გოგოზე, რომელიც სპეცრაზმელის ფარში იყურება და წითელ ტუჩსაცხს ისვამს. მოგვიანებით კი გავრცელდა ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს წინ დაძრული სამართალდამცავები, ერთ–ერთ ფარზე კი წითელი ტუჩების ანაბეჭდი.

გოგონას მშვიდი და მრავლისმთქმელი პროტესტის მსგავსი გამოვლინება თავდაპირველად მაკედონიაში გახდა განხილვის საგანი, მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.

აღნიშნული გოგო 30 წლის ჟასმინ გოლუბოვსკა გახლავთ, იგი ანალიტიკოსია პოლიტიკის სფეროში.

აღსანიშნავია, რომ ფოტოები 4 წლის წინ არის გადაღებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები