„ჩვენ, ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები. მე ტყუილად არ გისახელებთ ამ რიცხვებს. ექიმებს თავი დავანებოთ, პოლიტიკაში ნუ ვრთავთ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძე ცესკო–სთან მომხდარზე “მთავარი არხის” მიერ მისდამი დასმულ კითხვებსაც გამოეხმაურა:
„იცის ამ არხის დირექტორმა, რომ არ ვეხები მას. ერთ უბრალო ანდაზას ვიხმარ, ვიღაცისგან წიხლიო, არ არისო საწყენიო, აღარ დავაკონკრეტებ. აი, ასე შევუთვლი დღეს. გუშინ რაც ბატონმა გვარამიამ პირადად ჩემდამი იკადრა, მე მას პასუხს არ ვცემ. სულ ცდილობენ, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩამითრიონ. არა, ბატონებო, მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ. გუშინ დასმული იყო კითხვა ჩემდამი პოლიტიკური ქვეტექსტით, რა უნდა მექნა, არ გავეცი პასუხი, მერე ძალიან ცუდი განმარტებები გააკეთა. იცის ამ არხის დირექტორმა, რომ არ ვეხები მე მას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.