“არაფერი ხდება ღვთის გარეშე, დაუშვა ჩემზე ეს ვირუსი უფალმა და უფალივე გამომიყვანს მშვიდობით ამ დგომარეობიდან”
საპატრიარქოს კლინიკის ინფიცირებული თანამშრომელი, ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„დიახ, ის დაინფიცირებული, როგორც მე თქვენ მიხსენიებთ, საპატრიარქოს თანამშრომელი – მე არ ვარ!
მინდა, განვმარტო: მე ვთანამშრომლობდი საპატრიარქოსთან არსებულ, იოაკიმე და ანას სახელობის კლინიკაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად და არ ვიყავი პატრიარქის პირადი თანამშრომელი!
მარტის დასაწყისიდან საერთოდ არ ვყოფილვარ სამსახურში, არანაირი შეხება მქონია თანამშრომლებთან! მე, როგორც ჩვეულებრივი, ერის ადამიანი და მოქალაქე, ტაძრის გარდა, სანამ აიკრძალებოდა – ვსარგებლობდი საზოგადოებრივი ტრასპორტით, მაღაზიებით, ბანკომატით, ჩასარიცხი აპარატით და რატომ ამახვილებთ ყურადღებას მარტო ეკლესიაზე?!
რამდენჯერ მომიწია დიდ რიგში დგომა პროდუქტის შესაძენად – დახურულ სივრცეში, ტაქსით გადაადგილება, ბანკომატიდან თანხის გამოტანა!
დიახ, ვიყავი ტაძარში ყველანაირი წესის დაცვით, დისტანციით, პირბადით, ხელთათმანით – წინა შაბათ-კვირას და კვირასვე საღამოს მომცა სიცხე. როგორც ვიცი, კორონა იმ დღესვე არ გამომჟღავნდებოდა!
ამიტომ მიზანმიმართულად ნუ გინდათ, დააბრალოთ ეკლესიას! ნუ ხარობთ, როცა არ იცით! არაფერი ხდება ღვთის გარეშე, დაუშვა ჩემზე ეს ვირუსი უფალმა და უფალივე გამომიყვანს მშვიდობით ამ მდგომარეობიდან“, – წერს ქეთი თოდუა.