“არაუშავს მაა! მაგარი კაცები ასე იზრდებიან, ჯერ დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ” – ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის ემოციური პოსტი
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტის ბექა პატურაშვილის 1 წლის შვილს, ალექსს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ბავშვის მამა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ემოციურ პოსტს ავრცელებს:
“არაუშავს მაა! მაგარი კაცები ასე იზრდებიან, ჯერ დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ ოღონდ ისე, რომ ჩვენი საყვარელი გოგონა დედიკო ნაკლებად ვანერვიულოთ <3 მივხედავთ ამ საქმეს…
ახლა, სადაც ვართ აქ პირველად კარგ საქმეზე მოვედი. რამდენიმე წლის წინ მაშინ “იმედში” ვმუშაობდი, აქცია გვქონდა, სისხლი ჩავაბარეთ ბავშვებისთვის და დაგვათვალიერებინეს განყოფილება, სადაც პატარა პაციენტები ყავდათ ონკოლოგიური დაავადებებით. თამაშობდნენ, იცინოდნენ. მშობლებიც ასევე იქცეოდნენ. კი არ ვიმჩნევდი და ვიღიმოდი, მაგრამ შოკი იყო რა თქმა უნდა თავში მომდიოდა აზრები “ალბათ ამათი მშობლები რა დღეში არიან და მაინც რა გასაკვირია როგორ ახერხებენ სიცილს რომ ბავშვებმა არ იგრძნონ”. ხო ძნელი ყოფილა. ახლაც იგივე სურათია აქ. არ ვიცი როგორ ახერხებენ ამას, დიდი ძალა ჭირდება. არ მჯერა, რომ დღეს მათ ადგილას ვართ. ეს ფოტო სამი დღის წინ გადავიღე, პირველად რომ დავრჩი ღამე მარტო დერეფანში. ისეთი შეგრძნება იყო ალბათ პატიმრებს რომ ეუფლებათ, როცა მიუსჯიან და პირველად გადაყავთ ციხეზე. ლამისაა გასკდე, ამ დროს ვინმე გამოივლის და სახეზე თავაზიან ღიმილს ინარჩუნებ.
კარგი ის არის, რომ ბავშვი ჯერ ვერაფერს იაზრებს და ვერც მიხვდება ისე მოვაგვარებთ ამ პრობლემას. ყველაზე მეტად შენზე ვდარდობ ნათ მარტოები არ ვართ და ამას ძალიან ძლიერად ვგრძნობთ.
უღრმესი მადლობა ყველას, ახლობლებს უცნობებს.. ვამაყობ თქვენით ბრავო! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალას გვმატებთ.. გპირდებით, რომ ჩვენც თქვენსავით სამაგალითოდ მოვიქცევით, როცა სხვას დაჭირდება მხარდაჭერა ჩვენი კაცოც რა თქმა უნდა ასე მოიქცევა თავის დროზე ” – წერს ბექა.
ანგარიშის ნომერი : GE54BG0000000161812619 (საქართველოს ბანკი)მიმღები: ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა)