საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არასამედიცინო პირბადის გამოყენებისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს აქვეყნებს.
კერძოდ, არასამედიცინო პირბადის გამოყენების გამოყენების დროს მოქალაქეებმა რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ. სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებული პირბადე, რომელიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო პირობებში ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უნდა იყოს ისეთი მასალისგან დამზადებული, რომელიც არ არის წელვადი.
მათი ინფორმაციით, სხვადასხვა ქსოვილის პირბადეების ფილტრაციის ეფექტურობა 0.6%-დან 70%-მდე მერყეობს.
რეკომენდებულია, ფილტრაციის უნარის გასაზრდელად პირბადეს ჰქონდეს არანაკლებ სამი შრე.
პირბადე სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს, დაფიქსირებული უნდა იყოს ნიკაპსა და ცხვირზე.
პირბადის გამოყენებისას აუცილებელია ხელების ჰიგიენის დაცვა.