ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ათასობით ადამიანი ქუჩაში მშვიდად გადაადგილდებოდა მკვეველი მონსტრის ფეხქვეშ. ფოტოგრაფმა ჯეი ალბერტმა მასაჩუსეტში, ცაზე ფანტასტიკური კინო-პერსონაჟი „გოძილა“ დააფიქსირა. გიგანტური მონსტრი ღრუბლის ეფეტით ზეცაში გამოისახა. ფოტოგრაფმა, რომელიც ამ დროს ქუჩაში გადაადგილდებოდა, მომხდარი ფოტოაპარატით გადაიღო, თუმცა მისი ნამდვილობა ბევრმა ეჭვქვეშ დააყენა. მავანნი მიიჩნევენ, რომ გოძილას გამოსახულება იმდენად რეალურთან მიმსგავსებულია, რომ ღრუბლების განლაგებით შეუძლებელი და წარმოუდგენელია.
ღრუბლის ფორმირებით მონსტრი შედარებით მშვიდი იერით აღიქმება, თუმცა გიგანტური მკვლელი ქვეწარმავლის თავი, კიდურები და ტანი, მნახველს რეალურ აღქმას უტოვებს. ქუჩაში ამ დროს ადამიანები მშვიდად გადაადგილდებოდნენ და წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ თუ რა „საშიშროება“ ხდებოდა მათ თავსზემოთ, – წერს დასავლური ბულვარული გამოცემა.