2 წლის ანიტა ფაცაცია, რომელიც ინდოეთის ერთ–ერთ კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.
ანიტა რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა და უკანასკნელი დღეების მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
მომხდართან დაკავშირებით 2 წლის გოგონას ბებია Facebook–ზე სტატუსს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მიმართავს:
“მეტ პოსტს ვერ დავწერ, ერთი თხოვნა მაქვს მარტო, არანაირი ცრემლი და არც ერთი სიტყვა, არც ერთი კომენტარი, დუმილით და გულში ვიგლოვოთ ჩვენი ყველასი ანგელოზი’ – წერს თამუნა გლურჯიძე.