“არავის უნდა სიმართლე, ყველა მოითხოვს ტყუილსა და წვინტლებს” – გოგი გვახარია კორონავირუსის საშიშროებაზე

პუბლიცისტი გოგი გვახარია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის კლების პროგნოზს არასაიმედოს უწოდებს.

“ამ დასავლეთის ექსპერტებმა საიდან იციან, როდის დაიწყება კლება? ტყუილად რატომ გვაიმედებენ?

ამხელა ქვეყნებმა ამხელა უსაფრთხოებით, მეცნიერებით, ალგორითმებითა და, რაც მთავარია, მუდმივი აპლომბით ის ვერ განსაზღვრეს წინასწარ, რა ელოდა მათ მოსახლეობას და ახლა ლაპარაკობენ პიკებსა და კლებებზე? ერთი თვის წინ ტაშ-ფანდური ჰქონდათ… ერთ თვეზე ცოტა მეტი გავიდა, ამერიკაში გამგზავრებამდე ბერლინში მარტო ის გვკითხეს – “ჩინეთში ხომ არ ყოფილხართ ბოლო ორი კვირაო”, – ჩინურ რესტორნებს ბოიკოტს უცხადებდნენ. და ახლა ჩინეთის ინფორმაციებს იჯერებენ, რადგან სხვა გზა არა აქვთ? რაღაც კარგის ხომ უნდა გჯეროდეს?

მგონი, მერკელის მსგავსი გონიერი ლიდერი დღეს არ ჰყავს პლანეტას. ერთი თვის წინ ბრძანა, გერმანიის მოსახლეობის 70 პროცენტი კორონავირუსით დაავადდებაო. რა ამბავი ატყდა, გახსოვთ? ეს რამ ათქმევინაო. არავის უნდა სიმართლე. ყველა მოითხოვს ტყუილსა და წვინტლებს”, – წერს გვახარია.

კომენტარები

სხვა სიახლეები