„არავის ვურჩევ ანტიკვარული სარკეების შეძენას“ – სარკესთან დაკავშირებული ექსპერიმენტები სახიფათოა

როგორც მეცნიერები აცხადებენ, სარკე აირეკლავს არა მარტო ჩვენს, არამედ პარალელურ სამყაროში მიმდინარე პროცესებსაც, ამიტომ, მასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ძალიან სახიფათოა.

როგორც ასტროლოგი და პარაფსიქოლოგი დავით ბუტიკაშვილი აცხადებს, თითქმის ყველა მაგიურ, ოკულტურ მიმდინარეობებში სარკე აქტიურად გამოიყენება.
მისი თქმით, არსებობს შავი სარკეები, მას მეორენაირად სატურნის სარკეებსაც უწოდებენ და ისინი შებოლილი მინისგან მზადდება. არსებობს ოქროს სარკეებიც, რომლებიც მოოქროვილია, ან ოქროსგანაა დამზადებული.
„სარკესთან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო. არავის ვურჩევ ანტიკვარული სარკეების შეძენას. რაც შეეხება განლაგებას, ფენშუის პრინციპით, სარკეს დაკიდება ან დადგმა კარგია შემოსასვლელში ისე, რომ შემოსულმა საკუთარი თავი დაინახოს. თუ ადამიანი ოჯახში უარყოფითი ენერგეტიკით შემოდის, სარკე ამ ენერგიას გაანეიტრალებს. არ არის მიზანშეწონილი სარკის განლაგება სასადილო ოთახში, ანუ სარკის წინ საკვების მიღება. სარკეები კარგია საძინებელში, ოღონდ ის უნდა იყოს ახალი და პირადად თქვენი. თუ სარკე თქვენს საწოლს უყურებს, ამაში ცუდი არაფერია. კარგი იქნება, თუ სარკის წინ სეიფს დადგამთ, დადებთ საფულეს, ან ძვირფასეულობის ყუთს. სარკე ირეკლავს მათ ენერგიას და აორმაგებს. როცა წარმატებას აღწევთ და ბედნიერი წუთები გაქვთ, აუცილებლად ჩაიხედეთ სარკეში, თქვენი დადებითი ენერგია გაორმაგდება, როცა ცუდ ხასიათზე ხართ, მოერიდეთ სარკეში ჩახედვას“, – აღნიშნა პარაფსიქოლოგმა „რეიტინგთან“ საუბრისას.
რეიტინგი: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები