”არავის გავხსენებივართ უნივერსიტეტიდან, დავიხოცეთ თუ გადავრჩით” – ხომალდ ”არგოს” იდეის ავტორი კოლეგებს საყვედურობს

ხომალდ “არგოს” აგების იდეის ავტორი, ომარ ნიშნიანიძე იმ ადამიანებს, რომლებმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს, მადლობას უხდის. ნიშნიანიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს საყვედურობს და ამბობს, რომ უნივერსიტეტიდან, სადაც ის წლებია, ლექტორის პოზიციას იკავებს, თანადგომა არავინ გამოხატა.
“მე ეს შევძელი. მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა, მხარი დაგვიჭირა, სჯეროდა ან არ სჯეროდა და არ ქილიკობდა. მადლობა, პირველ ყოვლისა, ჩემს არაჩვეულებრივ სტუდენტებს – საოცარი ენთუზიაზმით რომ შეუდგნენ იდეის ხორცშესხმას (აღარ ვახსენებ, რომელი უნივერსიტეტის იმიტომ, რომ ორიოდე კოლეგის გარდა არავის გახსენებია იმ უნივერსიტეტიდან, დავიხოცეთ თუ გადავრჩით, რა გავაკეთეთ, რა შევძელით, რას ემსახურებოდა ეს იდეა… ერთი სამარშრუტო ავტობუსის გამოყოფაც ვერ შეძლეს მათი სტუდენტები, ასეთ ურთულეს საქმეს შეჭიდებულნი, რომ ჩაგვეყვანა ფოთში…). მადლობა რამდენიმე ქველმოქმედ ადამიანს, რომელმაც მატერიალური დახმარება გაგვიწია, თუმცა ძირითადი ტვირთი, მათ შორის – მატერიალურიც, ჩემზე გადავიდა. არ ვნანობ ერთი წამითაც.. აუცილებლად დავწერ წიგნს, აღვწერ დაწვრილებით, როგორ დაიბადა იდეა, როგორ შევასხით ხორცი ჩემს სტუდენტებთან ერთად. არ დავივიწყებთ არავის ოდნავი ყურადღების გამოჩენასაც კი..დანარჩენს კი ისტორია შეაფასებს”, – ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

წყარო: topnews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები