არაეთიკური “პოსტის” გამო, ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრი თანამდებობიდან გადააყენეს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს. ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები