„აპრილის შემდეგ სექსი არ მქონია“ – სად ისვენებს პაატა თედიაშვილი – EXCLUSIVE

თბილისში ძალიან დაცხა და ცნობილებმაც თავი სხვადასხვა კურორტს შეაფარეს. ზაფხულის ცხელ დღეებს პაატა თედიაშვილი შემოქმედებითად ატარებს.

– ქობულეთში ვიყავი ფესტივალზე, მერე ოკაცე კანიონში, – ახალგაზრდულო ბანაკში, თან კონცერტები მქონდა. 3 ნაკადს ვუმღერე, ნაკადში 700 სტუდენტია. ვუმღერე „უნდა შემოვიდე“, ეს სიმღერა ყველამ იცოდა, ტექსტიც და მელოდიაც და მყვებოდნენ. გუშინ დავბრუნდი ბათუმიდან, სადაც ქართულ-აზერბაიჯანული ფესტივალი ჩატარდა.13-ში ჭიათურაში მივდივარ თემობის დღესასწაულზე. მომღერლებთან ერთად. მერე ვნახოთ.

– ბავშვობაში სკოლაში მასწავლებელი თემის დაწერას რომ გვთხოვდა სათაურით, – „როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები“, დაახლოვებით ასე ჩამომირაკრაკე…

– ჰო ასე გამოვიდა. რა ვქნა აბა, ნარკოტიკს მე არ ვიღებ „ჯენ ფესტზე“ მე არ ვარ. ღამის ცხოვრება არ მაქვს, ვშრომობ. ნოემბრის მერე სიგარეტსაც აღარ ვეწევი.

– ყოჩაღ!

– ჰო, დამავიწყდა, სექსი არ მქონია აპრილის შემდეგ (იცინის).

– რატომ?

– არ ვიცი, ვერ მივხვდი, შიგნიდან ჩავიკეტე.

– და აღარავის უშვებ შენში?

– არა, არა და არა. მარტო რომ ვრჩები, ჩემ სივრცეში მეზედმეტება ყველა.

– ოჰ, სერიოზული ამბიციაა, ბატონო პაატა…

– ალბათ გრანდიოზულისთვის მამზადებს ღმერთი (იცინის).
წყარო:http://primetime.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები