“ან წესებს დავემორჩილებით, ან გვექნება კორონა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული წესების დაცვა აუცილებელია. მისი თქმით, დღეს არსებული ციფრები საგანგაშო არა, მაგრამ საყურადღებოა:

“გამოსავალი არ გვაქვს, ან წესებს დავემორჩილებით, ან გვექნება კორონა.მერე დავივიწყოთ ტურიზმიც, ეკონომიკის განვითარებაც და ყველაფერი. ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელი ციფრები ძალიან საგანგაშოა, თუმცა ძალიან საყურადღებოა.

ჩვენ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, რაც არის უმარტივესი – ნიღაბი დახურულ სივრცეში, მაქსიმალური ფიზიკური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება.

ვერ გეტყვით, საჯარიმო სანქციები ამაზე რამდენად იმოქმედებს, თუმცა, ხომ გახსოვთ, ყველას ეგონა, რომ ქართველი ღვედს არასოდეს გაიკეთებდა, მაგრამ საჯარიმო სანქციებმა ყველას გააკეთებინა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები