ანჯელინა ჯოლი ქირით ცხოვრობს (ფოტოკოლაჟი)

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან გაყრის შემდეგ ლოს-ანჯელესის დახურულ დასახლება ჯიდენ-ჰილსში გადასახლდა. ის მსახიობის, დენიზ რიჩარდსის სახლს ქირაობს და ამაში 30 ათას დოლარს იხდის. ჯოლის მახლობლად კიმ კარდაშიანი ცხოვრობს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანჯელინამ ახალ სახლში თავისი ექვსი შვილიც წაიყვანა. 800 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელი სამი აუზით, ჯაკუზით, ღვინის მარნით და სახლის კინოთეატრით არის აღჭურვილი. . რაც შეეხება ბრედს, ის თურმე ძალიან ცუდ გუნებაზეა და საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა. მეგობრის სახლი უცნობია, ისევე როგორც ბრედის საცხოვრებელი ადგილი. ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს რამდენიმე კვირის წინ გაეყარა. ჯოლი ექვსივე შვილზე მეურვეობის უფლებას მოითხოვს.

14569197_10206955879207083_1035360944_n 14569841_10206955879287085_971498645_n 14580532_10206955879247084_1397838820_n

კომენტარები

სხვა სიახლეები