ანჯელინა ჯოლი მსოფლიოს წინაშე მიმართვით წარდგება

ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მსახიობი ანჯელინა ჯოლი ადგენს მიმართვის ტექსტს მსოფლიოსთვის, – წერს უცხოური პრესა.
ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩია და, BBC-ს ტელე ან რადიოეთერით, ცხელი წერტილებიდან დევნილების მხარდასაჭერად სიტყვით გამოსვლას 16 მაისს გეგმავს.
ჰოლივუდის ვარსკვლავს სურს, რომ აშშ და ევროპული ქვეყნები დევნილებს განსახლებაში დაეხმარონ და მიგრაციის პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება შეცვალონ. მოასწრებენ თუ არა ექიმები ანჯელინა ჯოლის გამოკეთებას და შედგება თუ არა ეს ეთერი, დრო გვიჩვენებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები