ანჯელინა ჯოლი “მალეფისენტას” გაგრძელებაში ითამაშებს

Disney-ის სტუდია ზღაპარ „მალეფისენტას“ გაგრძელების გადაღებას გეგმავს. როგორც პირველ ფილმში, „მალეფისენტა 2“-შიც ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი ითამაშებს. პროექტის პირველი ფილმი ცნობილი ზღაპრის, „მძინარე მზეთუნახავის“ ოდნავ შეცვლილი მოკლე შინაარსია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ფილმის მეორე ნაწილის პრემიერა, სავარაუდოდ, 2017 წლის მაისში გაიმართება.
ცნობისთვის, სტუდია Disney უახლოეს მომავალში კიდევ ორი ფილმის პრემიერას გეგმავს. რა ფილმებია ეს – ცნობილი არ არის, თუმცა დასავლური მედია საკუთარ ვერსიებს გვთავაზობს: „კრუელა“ ემა სტოუნთან ერთად, „კრუიზი ჯუნგლებში“ დუეინ ჯონსონთან ერთად, „მერი პოპინსი“ ემილი ბლანტთან ერთად.

კომენტარები

სხვა სიახლეები