ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებს – “ამან დაასრულა ჩვენი ქორწინება”

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ ყოფილი ქმარი, ბრედ პიტი ძალადობაში დაადანაშაულა. მან სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომელშიც აღწერილია, მასზე და მათ შვილებზე მსახიობის თავდასხმა კერძო თვითმფრინავში. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, პიტი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

საქმე 2016 წლის სექტემბერში მომხდარ ეპიზოდს ეხება. ჯოლი ამბობს, რომ მათი ქორწინება ამ ფაქტმა დაასრულა.

„პიტმა ჯოლის თავში ხელი მოჰკიდა და შეაჯანჯღარა, შემდეგ კი მხრებზე ხელი მოჰკიდა და აბაზანის კედელს მიანარცხა. მას შემდეგ, რაც ერთი ბავშვი სიტყვიერად ჩაერია, პიტმა “საკუთარ შვილს შეუტია, ერთ შვილს ახრჩობდა, მეორეს სახეში გაარტყა”, – ნათქვამია სარჩელში.

თავის მხრივ ბრედ პიტი ბრალდებებს უარყოფს. მსახიობთან დაახლოებულმა წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ ჯოლის განცხადებები სიცრუეა.

კომენტარები

სხვა სიახლეები