ანჯელინა ჯოლის „ორეულმა“, რომლის გარეგნობაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, კვლავ პლასტიკურ ქირურგებს მიმართა. 20 წლის ირანელმა საჰარ ტაბარმა „ინსტაგრამზე“ ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სადაც მისი განმეორებითი რინოპლასტიკის პირველი შედეგები ჩანს. სურათზე ტაბარის სახე თითქმის მთლიანად ბინტებითაა დაფარული.
უფრო ადრე კი გოგონა ამტკიცებდა, რომ 50-ზე მეტი ოპერაცია გაიკეთა, რათა ჰოლივუდის ვარსკვლავს, ჯოლის დამსგავსებოდა. თუმცა, მისი სიტყვები ბლეფი აღმოჩნდა. თავის მეორე გვერდზე მან აღიარა, რომ მხოლოდ ოსტატურ ფოტოშოპს და გრიმს იყენებს. ამავე დროს, ქირურგებს ის მაინც მიმართავდა ხოლმე და როგორც ჩანს, მას ცხვირის წვერი კიდევ უფრო გაუთხელეს.
„ეს თვითგამოხატვის ხერხია, როგორც ხელოვნების ცალკეული მიმართულება. ჩემი თაყვანისმცემლები ხვდებიან, რომ ეს არ არის ჩემი ნამდვილი სახე“, – ამობს საჰარ ტაბარი
მიუხედავად უცნაური გარეგნობისა, საჰარა „ინსტაგრამზე“ საკმაოდ პოპულარულია. მას 500 ათასამდე გამომწერი ჰყავს.
სხვა სიახლეები