ანჯელინა ჯოლის დღემდე უცნობი სექსუალური ფოტოები

  ინტერნეტქსელში 21 წლის ანჯელინა ჯოლის დღემდე უცნობი ფოტოები გავრცელდა. ანჯელინა  მაშინაც საოცრად მომხიბვლელი და სექსუალური იყო.
პირველად ის ეკრანებზე 1982 წელს გამოჩნდა, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილმა მან მას შემდეგ გაიღვიძა, რაც 1995 წელს მისი მონაწილეობით ფილმი “ჰაკერები” გამოვიდა. 21 წლის ლამაზმანმა საზოგადოება არა მხოლოდ საოცარი გარეგნობით, არამედ კამერასთან კარგი მუშაობითაც მოხიბლა.
თუმცა პროდიუსერები აშკარად ახალგაზრდა მსახიობის ლამაზ ტუჩებსა და უნაკლო სხეულზე დებდნენ ფსონს. სწორედ ამ ფილმის პრომო-კადრები გავრცელდა ინტერნეტქსელით ახლახან. ფოტოებზე ენჯი ტოპლეს პოზირებს.
მიუხედავად ამისა, კადრები უხამსი არ გამოსულა.ფოტოებზე ჯოლი ნამდვილი სუპერმოდელივით გამოიყურება.
ბოლო დროს მსახიობი ნაკლებად იღებს მონაწილეობას გადაღებებში. ის საკუთარი რეჟისორული იდეების განხორციელებით უფროა დაკავებული: ახლახან გაიმართა პრემიერა მისი მეორე სარეჟისორო ნაშრომის – “მოუდრეკელი”. ასევე, ვარსკვლავი გეგმავს, აქტიურად დაკავდეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით.

კომენტარები

სხვა სიახლეები