ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილს სქესის შეცვლა სურს – გახდება თუ არა 9 წლის შაილო პირველი ტრანსგენდერი ბავშვი?!
ვარსკვლავური წყვილის- ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 9 წლის გოგონა შაილოს სქესის შეცვლა სურს. ამის შესახებ დასავლური ბულვარული გამოცემები წერენ. მათი ინფორმაციით, გოგონამ უკვე მოითხოვა, რომ თმა ბიჭურად შეჭრან და სახელი ჯონი დაუძახონ. სქესის შეცვლასთან დაკავშირებით მშობლები უკვე გადიან სპეციალისტებთან კონსულტაციას.
ოჯახის ახლობელი ანონიმური პირის განცხადებით, მშობლებს მათი შვილისთვის ყოველივე კარგი სურთ და უნდათ, რომ ბავშვი დარწმუნებული იყოს საკუთარ თავში. შაილოს რომ ბიჭად ყოფნა სურდა, ამის შესახებ ანჯელინა ჯოლიმ პირველად 2010 წელს, ოპრა უინფრის განუცხადა ინტერვიუში. მაშინ მას ბრალიც დასდეს იმაში, რომ ბავშვის უცნაურ სურვილებს ის ეგოისტურად უდგებოდა, რადგაც სურს, რომ ყველა, ვინც მის გარშემოა, იყოს განსაკუთრებული და სხვებისგან განსხვავებული. წყაროს ინფორმაციით, ბავშვის მამა დაინტერესდა, მოახდინეს თუ არა გოგონას სურვილზე გავლენა მისმა უფროსმა ძმებმა. თუმცა, ექსპერტმა მას განუმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შაილოს არ ეყოლებოდა და-ძმები, ის მაინც მოისურვებდა ჩაეცვა როგორც ბიჭს და სახელად ჯონი დაერქვა. ამის მიზეზი კი, როგორც ექიმები განმარტავენ, მისი ინდივიდუალური ნატურაა და არა მისი მშობლების რაიმე ბრალი. გოგონას ამ გადაწყვეტილებას სპეციალისტები საზოგადოებისგან მის იზოლაციასაც უკავშირებენ. როგორც ცნობილია, ვარსკვლავური წყვილის შვილი არ დადის სკოლაში და შესაბამიასად, არც ბავშვებთან აქტიური ურთიერთობა უწევს.
გოგონას ბიჭისთვის დამახასიათებელი ინტერესები რომ გააჩნია, ეს დიდიხანია ცნობილია. დასავლური მედია ბევრს წერდა შაილოს ჩაცმის სტილსა და ბიჭურ ვარცხნილობაზე.
ბრედ პიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ქალიშვილის უცნაური ქცევები მხოლოდ ბავშვური ახირებაა. ზოგადად წყვილს, არაერთხელ აღუნიშნავს რომ შვილებს, საკუთარი თავის გამოხატვის, სრულ თავისუფლებას აძლევენ და შაილოს არც კაბის ჩაცმას აიძულებენ.
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოადგინეს ფილმი “გოგონა დანიიდან”, რომელიც სქესის შეცვლის მსოფლიოში პირველ ოფიციალურ პორცესს ეხება.