ანჯელინა ჯოლიმ ექვსივე შვილზე დროებითი მეურვეობის უფლება მიიღო

ანჯელინა ჯოლიმ, თავის მეუღლესთან ბერდ პიტთან შეთანხმებით, 6-ივე შვილზე დროებითი მეურვეობის უფლება 20 ოქტომბრამდე მიიღო. აღნიშნულის შესახებ TMZ იუწყება. გარდა ამისა, ბრედ პიტი ტესტს ჩაიტარებს ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე. როგორც ტაბლოიდი იუწყება, ჯოლი და პიტი შეთანხმდნენ, რომ ლოს-ანჯელესის ბავშვთა და საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის რეკომენდაციების მიხევდით იმოქმედონ. პიტი და ჯოლი ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაივლიან, ხოლო პიტის პირველი შეხვედრა ბავშვებთან თერაპევტის დასწრებით მოხდება. როგორც Reuters-ი იტყობინება, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუ ვინ იქნება ბავშვების სრულუფლებიანი მეურვე.

წყარო: ipress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები