ამ კვირაში უცხოური ტაბლოიდები ახალმა ამბავმა მოიცვა. როგორც ისინი წერენ, ცნობილმა ამერიკელმა ვარსკვლავმა, ანჯელინა ჯოლიმ ინგლისელ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს “დაადგა თვალი”. როგორც ამბობენ ანჯელინას დიდი ხანია დევიდი მოსწონს. მსახიობი ბექჰემს შეტყობინებებს უგზავნიდა და საქველმოქმედო საქმეში თანამშრომლობას სთავაზობდა.
უცნობია, როგორ გამოეხმაურა ამ მითქმა-მოთქმას ფეხბურთელის ცოლი, ცნობილი დიზაინერი და “სფაის გერლზის” ყოფილი წევრი – ვიქტორია ბექჰემი, რომელიც დევიდთან უკვე 20-წლიან ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება.
სხვა სიახლეები