ამერიკელმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლი-პიტმა გვარი შეიცვალა და ანჯელინა ჯოლი გახდა. ამის შესახებ US Weekly წერს. გამოცემამ მსახიობის მიერ გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოდან მოპოვებული დოკუმენტებიდან გაიგო.
ჯოლისა და პიტის განქორწინების საქმე 2 წელს მიმდინარეობდა, რომელიც 15 აპრილს საბოლოოდ დასრულდა.