ანტი ჰოროსკოპი

ვერძი-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები გამოირჩევიან სულსწრაფობით, ვერ იტანენ ლოდინს და ცდილობენ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ. სწორედ ამიტომაა, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი გადაწყვეტილებები ნაჩქარევადაა მიღებული. ვერძებს არ უყვართ, როცა რჩევას აძლევენ, ისინი რჩევას შენიშვნის სახით იღებენ, ამიტომ ხშირად საუბარს კამატით ასრულებენ.

კურო-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძუნწობით გამოირჩევიან, თუმცა ამას თავად ასე არ თვლიან. მუდმივად აგროვებენ სასარგებლო ან უსარგბელო ნივთებს. ვერ იტანენ როცა მათ საკუთრებას ვინმე ეხება და არასდროს უნაწილებენ ქონებას სხვას. ამასთანავე არიან საოცრად ჯიუტები.

ტყუპები-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები გიჟდებიან, როცა რამეს განიხილავენ. შეუძლიათ საათობით ისაუბრონ ადამიანზე, რომელსაც არ იცნობენ, ან მასზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ. ისინი ძალიან ფანტაზიორები არიან, იშვიათად აკეთებენ საქმეს ბოლომდე.

კირჩხიბი-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ზედმეტი მგრძნობელობით გამოირჩევიან. ყოველთვის წუწუნებენ, როდესაც ვინმეს ესაუბრებიან, ცდილობენ მოსაუბრეს სიტყვებში ქვეაზრები ეძებონ, სწორერდ ამიტომაა, რომ კირჩხიბი ხშირად უმიზეზოდ იბუტება და აწყობს საშინელ ისტერიკას, ამ დროს კირჩხიბის მარტო დატოვება ყველაზე კარგი საშუალებაა მის დასაწყნარებლად.

ლომი-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ზედმეტი სიამაყით გამოირჩევიან. სამყაროს ცენტრად საკუთარი თავი მიაჩნიათ და არ აინტერესებთ არავინ და არაფერი საკუთარი თავის გარდა. რიან ტრაბახები და ჰგონიათ, რომ არასდროს ცდებიან.

ქალწული-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ზედმეტად მეწვრილმანეები არიან. უკვირდებიან ყველაფერს, არიან ძალიან ეჭვიანები. ვერ იტანენ სიბინძურეს, არიან ძალიან სერიოზულები. ძალიან უყვართ მორალის კითხვა და სხვისი გაკრიტიკება.

სასწორი-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ხასიათის ცვალებადობით გამოირჩევიან, ზუსტად არასდროს იციან რა სურთ. ვერ აფასებენ ადამიანს სწორად. უყვართ როცა სხვაზე ჭორაობენ. ამასთანავე არიან ზედმეტად მეოცნებენი.

მორიელი-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები რადიკალურობით გამოირჩევიან. ისინი რაიმე მოვლენას აღიქვამენ ან ძალიან ცუდად, ან ძალიან კარგად. მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და თითქმის არასდროს ითვალისწინებენ სხვის აზრებს. თუ მაინც, უწევთ სხვისი აზრების გათვალისწინება, თავს საშინლად გრძნობენ და უჩნდებათ სურვილი სამაგიერო გადაუხადონ ყველას, ვინც ზღუდავს მათ უფლებებს.

მშვილდოსანი-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ყოველთვის ცდილობენ საზოგადოებაში საუთარი თავის იმაზე უკეთ წარმოჩენას, ვიდრე რეალურად არიან. როცა მშვილდოსანს ახლოს გაიცნობთ, მიხვდებით, რომ ისინი ზედმეტად ამაყები და ზოგჯერ უხეშები არიან. არიან ძალიან ამბიციურები, თუმცა ამის რეალური მიზეზი ხშირ შემთხვევაში არ აქვთ.

თხის რქა-ეს ყველაზე უცნაური ნიშანია ზოდიაქოს ნიშანთა შორის. ცდილობს დამალოს საკუთარი სუსტი მხარეები, და დაარწმუნოს ყველა, რომ ის ძალიან ძლიერი ადამიანია. თითქმის არასდროს არავის ეხმარება და ყველას ცინიკურად უყურებს.

მერწყული-ეს ყველაზე ექსტრავაგანტული ნიშანია ზოდიაქოს ნიშანთა შორის, შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი სახის უცნაურობა, რაც კი თავში აზრად მოუვა. საზოგადოებაში ხშირად მასხარას ტიტულით სარგებლობს, თუმცა სინამდვილეში ის უბრალოდ გაბედული ადამიანია, რომელსაც არ ეშინია სირთულეების. ზომიერების გრძნობით მერწყული ნამდვილად ვერ იტრაბახებს.

თევზები-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებლები ზედმეტი გულჩვილობით გამოირჩევიან. შეუძლიათ ყველაფერზე იტირონ. არიან ძალიან დეპრესიულები და ეშინიათ სიახლეების.

კომენტარები

სხვა სიახლეები