ყოფილი პარლამენტარი ანი მიროტაძე სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს.
” ჩემი შვილი – გიორგი შეყილაძე დავით დავარაშვილის კლინიკაში დაიბადა. პირადი ემოციების საჯაროდ გამოხატვა არც გამომდის და არც მიყვარს, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც მადლიერების გრძნობა იმდენად დიდია, რომ ყველა ემოციას ფარავს.
ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეან-გინეკოლოგს, ბატონ ვახტანგ ბარკალაიას, რომელიც ერთ-ერთი უმაგრესი და თავის საქმის სუპერ პროფესიონალი ექიმია. დიდი მადლობა ქალბატონ ია შანიძეს. განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით დავარაშვილს, ქალბატონ მანანა შალუტაშვილს და კლინიკის მთელ კოლექტივს, რომლებმაც უზრუნველყვეს ჩემი შვილის ბედნიერი მოვლინება ამ ქვეყანაზე.
მადლიერების გრძნობასთან ერთად მაქვს უზარმაზარი სიამაყის განცდა, რომ ამ კლინიკაში სუპერ პროფესიონალების გუნდი მთელი მონდომებით და უზარმაზარი პასუხისმგებლობით ზრუნავს ახალი სიცოცხლისათვის.
უზარმაზარი, განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ სოფიკო მინდიაშვილს, რომელმაც პირველივე დღიდან იზრუნა ჩემი და ჩემი შვილის ჯანმრთელობაზე და ახალი სიცოცხლის დაბადებაზე. და ბოლოს, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემი და ჩემი ოჯახის სიხარული გაიზიარა და უსაზღვრო გახადა ის ბედნიერება, რომელიც შვილის დაბადებას ახლავს თან!” – წერს მიროტაძე .