„ანიტა ყველამ გაწირა! სიტუაცია არის უკრიტიკულესი“ – გიორგი ფაცაცია

2 წლის ანიტას მდგომარეობა მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ საჭირო ოპერაციის თანხა შეგროვდა, ავსტრიაში ბავშვს ხელს არც ერთი ექიმი არ კიდებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი ფაცაცია წერს:

“მოკლედ აღვწერ სიტუაციას, რაც ავსტრიაში ხდება: არც ერთი ქვეყანა, არც ერთი კლინიკა, არც ერთი ექიმი ხელს არ კიდებს ანიტას. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ახლახანს ექიმი შემოვიდა და გვითხრა,რომ მისი ღვიძლი, თირკმელები და კუჭი შეზღუდულად მუშაობს, ამას ემატება ის, რომ ჟანგბადიც არ ყოფნის და გაკვირვებაც კი გამოხატა, რომ გონზე არის ბავშვი. არ ვიცი ამ პოსტს რატომ ვწერ ან რა მიზნით, მაგრამ ყველა გულშემატკივარს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ანიტა ყველამ გაწირა! როგორ არ არსებობს ადამიანი, ვინც ჩვენ დაგვეხმარება? რა დააშავა ანიტამ? სიტუაცია არის უკრიტიკულესი!!! “ყველაფერი კარგად იქნებას” აღარ ემორჩილება სიტუაცია!!!!”- წერს გიორგი ფაცაცია.

კომენტარები

სხვა სიახლეები