2 წლის ანიტა ფაცაციას მშობლებმა შვილის სახელზე „ანიტას ფონდი“ დააფუძნეს, რომლითაც საქველმოქმედო აქციებს ჩაატარებენ:
“მოგესალმებით, ჩვენო ადამიანებო
ანიტას სახელით დაწყებული სიკეთის აურზაური გრძელდება. გრძელდება, ახლა უკვე ოფიციალური ფორმითა და განსაკუთრებული სახელით:
“ანიტას ფონდი”
ძალიან მალე, ჯგუფში გამოჩნდება ფონდის ლოგო, რეკვიზიტები, საქველმოქმედო ნომერი, ანგარიში საზღვარგარეთ მყოფთათვის.
შეიცვლება სამუშაო სპეციფიკა და სხვა სიახლეებისა და ცვლილებების შესახებაც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციებს.
გმადლობთ თქვენ, რომ გაგვამყარეთ ამ გადაწყვეტილებაში; რომ ხართ ჩვენთან ერთად და დარწმუნებული ვართ, კიდევ მეტნი ვიქნებით. გმადლობთ, ვინც იყავით გუშინ ჩვენთან ერთად და ვინც ფიზიკურად ვერ, მაგრამ მაინც ჩვენთან იყავით”, – წერენ სოციალური ქსელის გვერდზე “ანიტასთვის”.