„ანიტამ დაამტკიცა, რომ სიცოცხლე ტკბილია და ნებისმიერ ფასად უნდა ვიბრძოლოთ მის შესანარჩუნებლად“ – გოგონას დედის ემოციური მიმართვა
ორი წლის ანიტა ინდოეთში მშვიდობიანად ჩაფრინდა. მგაზვრობისას არავითარ გართულებებს ადგილი არ ჰქონია და პირიქით, ტავს გაცილებით უკეთესადაც გრძნობდა. ინდოეთში ჩასვლის შემდეგ, ანიტას გულშემატკივრებისთვის მარიკო სადრაძემ ემოციური წერილიდ აწერა:
„მოგესალმებით. ემოციურად სრულიად გადამწვარი ვარ, მაგრამ ის რაც ხდება დღეს საქართველოში, უბრალოდ არ მაძლევს ნებას დღესვე არ დავწერო. ჩემი ჩიტი თბილ ქვეყნებში ჩამოფრინდა, როგორც უკვე იცით. ფრენამ ჩაიარა იდეალურად. მთელი გზა ეძინა მე კი მის მონაცემებს ეკრანზე მივშტერებოდი. ყველაფერი იმდენად კარგად იყო მთელი გზის მანძილზე, რომ ექიმებს ყურსასმენები ეკეთათ და პლანშტებში ფილმებს უყურებდნენ. ფრენის ბოლო ნახევარი საათი გაიღვიძა და გამოაცხადა: ” მე ბაჭია ვარო” კიდევ ბევრი მეჭორავა და ცოტა იცინა კიდეც. დავეშვით მშვიდობით. ეს ყველაფერი კი ზუსტად ვიცი თქვენი დამსახურებაა. მადლობა ყველას!!! ჩემი გოგო ინტენსიური დააწვინეს და მარტო ერთხელ მომცეს ნახვის უფლება. ჯერ-ჯერობით ძილის რეჟიმზე ჰყავთ, მაგრამ რომ გაიღვიძოს და მე არ დავხვდე არ ვიცი რას იფიქრებს. პატარაა და ძალიან შეეშინდება. დარწმუნებული ვარ ეგონება, რომ დედამ მიატოვა. ხვალ გადაწყდება საკითხი პალატაში გადმოიყვანენ თუ ინტენსიურში დარჩება. ღმერთს ვთხოვ, ხვალ უკვე ჩვენთან იყოს, პალატაში. მიუხედავად ამისა, ანიტამ დღეს ერთ-ერთი ურთულესი ეტაპი წარმატებით გადალახა და ყველას გვიჩვენა იმის მაგალითი თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის და მან ეს 2 წლის ასაკში შეძლო! დღეს მამამისს ვუთხარი, რომ იმდენად ძლიერი შვილი გვყავს, მგონი ვერ ვართმევთ თავს მის მშობლობას, რადგან ჩვენ ხშირად ვეცემით, ანიტა კი არასოდეს, არც ერთი წამით არ დანებებულა. მან დაამტკიცა, რომ სიცოცხლე ძალიან, ძალიან ტკბილია და ნებისმიერ ფასად უნდა ვიბრძოლოთ მის შესანარჩუნებლად“, – წერს მარიკო სადრაძე.