“ანიმ დღეს გაიცინა და შავებიც გაიხადა… ესეც დაწერეთ” -სალომე ონიაშვილი

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძაშვილი სალომე ონაშვილი ფეისბუქის პირად გვრდზე  ანი შაქარაშვილის ბათუმში ვიზიტის შესახებ წერს რომელიც რამდენიმე სააგენტომ გაანიუსა და განხილვის საგნად იქცა:

“ეს გოგონა ბრძანდება მკვლელი ვახო ჩიქოვანის ნათესავი, რომელიც კომენტარებში ანის “დასვენებას” განიხილავს თავის თანამოაზრეებთან ერთად. თუ ასე გაწუხებთ ეს თემა გაგერკვიათ იქნებ ჯერ რატომ იყო ჩემი მამიდაშვილი ბათუმში ჩასული. მალე იმასაც იტყვით რომ გიო ჩვენ მოვკალით… არ გამიკვირდება. და აი ამ “ჟურნალისტის” ტვინში ჩამახედა ამას რომ წერს თან ასე გრანდიოზულად. ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ის რაც ჩვენ გამოვცადეთ. ზუსტად ამიტომ ვიცოცხლებთ და დავდგებით იმაზე მაგრად, ვიდრე აქამდე, რომ პირველ რიგში თქვენს მკვლელ შვილებს არ ვაღირსოთ მზის სინათლე. ანიმ დღეს გაიცინა და შავებიც გაიხადა… ესეც დაწერეთ”.-წერს ონაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები