საბერძნეთის ხელისუფლება კუნძულ ანდიკიტირაზე დასახლების მსურველებს იწვევს და მათ თვეში 450 ევროს სთავაზობს.
პატარა კუნძული სულ 20 კვადრატული კილომეტრია და ის საკმაოდ შთამბეჭდავია თავისი კლიმატით, ბუნებით, ხედებითა და სანაპიროთი. კუნძულზე, ამჟამად, სულ 24 ადამიანი ცხოვრობს, ზაფხულში მათი რიცხვი 40-მდე იზრდება.
ანდიკიტირას ხელისუფლება იწვევს ახალგაზრდა ოჯახებს, რომლებსაც მიწასა და ფულს გამოუყოფენ. დასახლების მსურველებმა კონკურსი უნდა გაიარონ. კუნძულზე, ამჟამად, მეთევზის, მშენებლისა და პურის მცხობელის ვაკანსიებია.
კუნძულზე, ჯერჯერობით, ძალიან ცოტა მაღაზიაა, არ არის ბანკი და საბანკო ტერმინალი.
სხვა სიახლეები