გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სერიოზული განხილვის საგანი გახდა.
ცოტა ხნის წინ მერკელი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე გახდა შეუძლოდ.
მას, მოულოდნელად, სხეულის ცახცახი დაეწყო. მოგვიანებით, ჟურნალისტებს ბუნდოვანი პასუხი გასცა, რომ, უბრალოდ, წყლის დალევა სჭირდებოდა.
ამჯერად, მერკელი გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაერთან ერთად ოფიციალურ მიღებაზე იმყოფებოდა.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს ანგელა მერკელს ისევ ცახცახი დაეწყო.