“მომავალ წელს ბაკურიანს ამაზე ნაკლებს აღარ ვიკადრებ”,- ამის შესახებ ჟურნალისტი ანა მარშანია სოციალურ ქსელში წერს.
“მე ვარ ადამიანი, რომელსაც თოვლი, სიცივე და ზამთარი საშინლად არ უყვარს. ბაკურიანში ყოველ წელს სიარული წმინდა “დედური ვალდებულებაა”, რომელსაც 14 წელია პირნათლად ვასრულებ – წელსაც, უკიდეგანოდ მეზარებოდა კომბოსტოსავით შეფუთვა, მაგრამ ისევ შვილების ხათრით, ასევე, დისშვილებთან ერთად დასვენებისა და მსოფლიო ჩემპიონატის ბონუსით ჩავალაგე სამი ჩემოდანი…. მაგრამ რაც აქ დამხვდა, მომავალ წლებში ამაზე ნაკლებს აღარ ვიკადრებ, ვითხოვ ყოველ ზამთარს ასეთ ბაკურიანს – თავისი გლინტვეინით, ბურგერებით, ბურიტოებით, ბელგიური ვაფლებით, ცხელი შოკოლადითა და მოხერხებული მუნიციპალური ტრანსპორტით. ასეთ პირობებში, ცოტა ხანი, ზამთარი და სიცივეც ასატანია”,- წერს ჟურნალისტი.
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დამსვენებლებისთვის ჩემპიონთა სოფელია მოწყობილი.