ანა მარგველაშვილის და რეზო ხოფერიას დაპირისპირება : ”შენ ვინ ხარ ცხოვრებაში…”

ხათუნა ხოფერიას შვილი რეზო ხოფერიადა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისქალიშვილი, ანა მარგველაშვილი”ფეისბუქზე” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათ შორის სოციალურ ქსელში კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც რეზო ხოფერიამ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სტატუსი “ატსტუპნიკი მარგველა” გამოაქვეყნა. სტატუსს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი გამოეხმაურა:

ანა მარგველაშვილი: ”და შენ ვინ ხარ ცხოვრებაში.”

რეზო ხოფერია: ”მე ვაბშე უსახლკარო ვარ… რა გასაკვირია? პრეზიდენტს აგდებენ სახლიდან და მე ვის დავკარგვივარ”.

ანა მარგველაშვილი
: ”რამეს მიაღწიე ცხოვრებაში”?

რეზო ხოფერია: ”მოდი, 15 წელიწადში დამისვი იგივე შეკითხვა, როცა 46 წლის ვიქნები. ისე, საკუთარ მიღწევებზე ლაპარაკი ცოტა ტეხავს, არა”?

ანა მარგველაშვილი: ”ესეთი სტატუსების წერაც ტეხავს, არა? როცა არაფრისთვის არ მიგიღწევია და არავინ არ ხარ”.

ანა მარგველაშვილი: ”შენ ცხოვრებას გადახედე და იმდენს იცინებ, მამაჩემზე სტატუსების დასაწერი დრო აღარ გექნება მე მგონი. აბა დაიწყე. ჩერესჩურ იცინებ”.

რეზო ხოფერია: ”კი მეცინება. ზოგადად კარგი თვისებაა, როცა შეგიძლია საკუთარ თავზე იცინო… მამაშენი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია და სტატუსს იმდენს დავწერ, რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლი. ამის უფლებას კონსტიტუცია მაძლევს რომლის გარანტიც მამაშენია”.

ანა მარგველაშვილი: ”მაინტერესებს რომ დასცინი მამაჩემს, ამიტომ გამიჩნდა შეკითხვა შენთვითონ ვინ ხარ და 31 წლის ასაკში რას მიაღწიე . არ მიპასუხებ ხო ალბათ?”

რეზო ხოფერია: ”არა არ გიპასუხებ. და კიდევ ერთხელ გეუბნები: დასაცინია სიტუაცია, რომელიც ამ ამბის გარშემოა შექმნილი და არა პიროვნულად ვინმე… თუ ოდესმე მოხდა ისე, რომ საქართველოს მთავარსარდალმა თავი დასაცინ სიტუაციაში ჩაიგდო არც მაგას მოვერიდები. ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა მაგისგან. გვყავდა უკვე ერთი დასაცინი და გვეყოფა”…

ანა მარგველაშვილი: ”ააა, კაი რეზიკო გასაგებია”

რეზო ხოფერია: ”თუ რამე გაწყენინე, ბოდიშს გიხდი”.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები