ანა კურნიკოვა წარსულს მისტირის

როგორც მერაბ კაშია ვერ გახდა ერიკ კლაპტონი, ისე ვერ გახდა ანა კურნიკოვა რუსეთის უპირველესი ლამაზმანი და სექს-სპორტსმენი, მაგრამ თავისი ხომ ქნა? თავის სამყოფ პოპულარობას ხომ მიაღწია? თავისი ჭია ხომ გაახარა? ჰოდა მეტი აბა რაღა უნდა მოვთხოვოთ ამ ქალს…

გახსოვთ ალბათ, იყო დრო, როდესაც ჩვენს მეზობელ “ტკბილ” ქვეყანაში და მის შემოგარენშიც, ბევრი იძახდა, ანა კურნიკოვასთანა ქალი მთელს დუნიაზე არ დაიარება და მისი ბარძაყთა ერთი გაელვარება შაჰის ნაჩუქარ ხალათად ფასობსო. მაგრამ ეს დიადი ამბები, როგორც ხედავთ, წარსულში დარჩა.

ანა კურნიკოვა ერთ-ერთ რუსულ ბულვარულ ჟურნალთან საუბარში მისი აღზევების წლებს იხსენებს და მიაჩნია, რომ უწინდელი პოპულარობა გადამეტებული სულაც არ ყოფილა და ცოტა მეტი რომ მოენდომებინა, ტანის ნარნარად რხევასთან ერთად, ჩოგანსაც კარგად მოიქნედა. ვინ უშლიდა ნეტა? ექნია და ექნია ამ ოხერს…

წყარო: http://worldsport.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები