რუსეთში, ანაპაში, 56 წლის უსახლკარო მამაკაცმა 4 სხვა უსახლკარო ჩაქუჩით მოკლა და კიდევ ორს – სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა.
დანაშაულის მიზეზი პირადი უთანხმოება იყო. გამოძიების ვერსიით, 2017 წლის აპრილიდან, უსახლკარო მამაკაცმა ნიკოლაი მ.-მ, რომელიც ანაპაში ოთხ თავის ნაცნობთან ერთად იმყოფებოდა, იკამათა.
კამათის შემდეგ, ნიკოლაი, ღამღამობით ნაცნობებს მაშინ კლავდა, როდესაც მათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ღია ცის ქვეშ ეძინათ. ის მათ ჩაქუჩით ესხმოდა თავს.
ოთხი უსახლკარო სხეულის მძიმე, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო გარდაიცვალა. კიდევ ორმა უცნობმა მამაკაცმა, რომელთაც, ასევე, ღია ცის ქვეშ ეძინათ, მძიმე დაზიანებები მიიღო, მაგრამ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, გადარჩნენ.
ნიკოლაი სამართალდამცველებმა დააპატიმრეს, მან საკუთარი დანაშაული აღიარა.
სხვა სიახლეები