“ამ წამს შემატყობინეს, რომ ბავშვების მამა სასამართლომ გაამართლა..” – დედის გარდაცვალების შემდეგ, პატარების მამა ციხიდან გაანთავისუფლეს
პოეტი, დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს იმის შესახებ, რომ დედის გარეშე დარჩენილი ბავშვების მამა ციხიდან გაათავისუფლეს”
“ბაშვებთან ვიყავი ტელეფონმა რომ დარეკა…მამა რეკავს ციხიდანო გაბრიელმა და…ტელეფონი გამოვართვი. აკანკალებული ხმით ვუთხარი უმძიმესი ამბავი.
– მერე იყო დუმილი და კაცის ქვითინი…
არ ვიცი რა იყო მანამდე, მაგრამ საკუთარი შვილების დედის სიკვდილი და შვილების ტკივილი მივხდი საშინლად ასტკივდა…
ყელში გაჩხერული ბურთი გადავყლაპე. ახლა ბავშვებს მშობელი სჭირდებოდათ, რომელიმე მაინც.. და ამ წამს შემატყობინეს, რომ ბავშვების მამა სასამართლომ გაამართლა და ახლა შვილებთან მიდის.
დანარჩენსაც გაგაებინებთ. ყველაფერთან ერთად ბავშვების უმთავრესი პრობლემის მოგვარებას ვცდილობ. ბავშვებს საკუთარი ჭერი სჭირდებათ და ნორმალური პირობები, რაც აუცილებლად ექნებათ.
ანგარიში ისევ კომენტარებში იქნება… სულ ცოტა დაგვრჩა მთავარ მიზნამდე.” – წერს დიკა სალაყაია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დაიღუპა მრავალშვილიანი დედა, ლიკა, რომელსაც საზოგადოება აქტიურად ეხმარებოდა.