ამ ცნობილ ადამიანებთან მუშაობა არავის სურს

ცნობილი პოპ და კინოვარსკვლავები საზოგადოებაში, როგორც წესი, დადებით იმიჯზე მუშაობენ და საკუთარი თავისგან დადებით პერსონაჟებს ქმნიან. სინამდვილეში კი ეს სურათი კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ვარსკვლავების კოლეგები უშუალოდ თვალ-ყურს ადევნებენ. აი ეს ადამიანები ე.წ. შავ სიაში შევიდნენ, რადგანაც ისინი შოუბიზნესის ყველაზე პრეტენზიული და ახირებული წარმომადგენლები არიან.

Beyonce "The Mrs. Carter Show World Tour" - Miami

ბიონსე – ის ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის ფინალის შესვენებაში მღეროდა და ძალზე უცნაური მოთხოვნები წამოაყენა. გრიმის ოთახში მან საკუთარი შვილისთვის 22 ათასდოლარიანი საწოლი მოითხოვა. ასევე, ბიონსეს მოთხოვნით, ამ ოთახში ტემპერატურა ზუსტად 26 გრადუსს უნდა შეადგენდეს.

ჯენიფერ ლოპესი – ლოპესი ფოლმების გადაღების დროს არავისთან არ ურთიერთობს, ვინაიდან ის „როლიდან გადის“. თუ ვინმეს ჯენიფერთან რამეს გადაცემა სურს, მან მის თანაშემწეს უნდა მიმართოს. ამ თანამდებობაზე კი, მაღალი ანაზღაურების მიუხედავად (წელიწადში 65 ათასი დოლარი), დიდხანს არავინ ჩერდება. საქმე ისაა, რომ ლოპესის თანაშემწე კვირაში 6 დღე 12 საათის განმავლობაში მის გვერდით უნდა იმყოფებოდეს, ხოლო დანარჩენი დრო – კავშირზე იყოს.

Jennifer Lopez Visits Univisions Nuestra Belleza Latina Mansion

კრისტიან ბეილი – ეს მსახიობი ფილმებში ძალიან რბილია, მაგრამ კინოკამერის გათიშვის შემდეგ ნამდვილი ტირანი ხდება. ჰოლივუდში არცთუ ისე ბევრი მსახიობი და რეჟისორია, ვისაც ბეილისთან მუშაობა სურდეს. „ტერმინატორ -4“ -ის გადაღების დროს ბეილიმ უკანასკნელი სიტყვებით გალანძღა ოპერატორი, რომელმაც მას თითქოს ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს ყურადღება გაუფანტა.

'Knight of Cups' Press Conference - 65th Berlinale International Film Festival

გვინეტ პელტროუ – ეს მსახიობი თავისი კოლეგების მიმართ არაორდინალური საქციელით არის ცნობილი. ასე, მაგალითად, „რკინის კაცის“ გადაღების დროს პელტროუმ მოითხოვა გადაღების გრაფიკის ისე შედგენა, რომ ის სკარლეტ იოჰანსონთან არ გადაკვეთილიყო. „როდესაც რიზ უიზერსპუნისნაირ მსახიობებს იხილავ ფილმში „ზღვარს მიღმა“, ხვდები, თუ რისთვის თამაშობენ ისინი ასეთ სულელურ რომანტიკულ კომედიებში. რა თქმა უნდა, ფულის გამო“, – აცხადებს პელტროუ.

Gwyneth Paltrow Attends #BlogHer15: Experts Among Us

კომენტარები

სხვა სიახლეები