“ამ სელფს უფრო მეტი მნახველი ეყოლება, ვიდრე ჩემს გამოსვლას – მსმენელი” – პრეზიდენტის სელფი გაეროს ტრიბუნიდან (ფოტო)
სალვადორის პრეზიდენტმა, 38 წლის ნაიბ ბუკელემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სელფი გადაიღო და ტვიტერზე ატვირთა.
„დამიჯერეთ, ამ სელფს უფრო მეტი მნახველი ეყოლება, ვიდრე ჩემს გამოსვლას – მსმენელი, თქვენ უფრო მეტი უნდა გაკეთოთ ახალგაზრდებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სელფი გაეროს ტრიბუნიდან”, – მოუწოდა პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს.