ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება – მთვარის „უკურსო მოძრაობის“ კალენდარი
ასტროლოგი, რამაზ გიგაური, მთვარის “უკურსო მოძრაობას” განიხილავს და კალენდარს აქვეყნებს:
ასტროლოგიაში ე. წ. მთვარის „უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე – საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).
ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.
დროის ამ პერიოდებში არ არის რეკომენდებული:
* მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;
* კომპანიის, ორგანიზაციის რეგისტრაცია;
* მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმების დადება;
* საბუთების გაფორმება და მათზე ხელის მოწერა;
* ახალი საქმის დაწყება;
* ფულის დაბანდება ან სესხება-გასესხება;
* სერიოზული გადაწყვეტილების მიღება;
* რემონტის დაწყება;
* მსხვილი შენაძენები.
რა არის რეკომენდებული:
* დასვენება;
* მედიტირება;
* ვიზუალიზაცია;
* მუსიკის მოსმენა;
* კითხვა;
* საყვარელი საქმის კეთება;
* რაღაცის მოწესრიგება, დასუფთავება.