ამ პერიოდში რთულდება საქმიანი მოლაპარაკებები ან საერთოდ იშლება – რას გვირჩევს ასტროლოგი

ასტროლოგ თორნიკე ბიძინაშვილის ინფორმაციით, 17 აპრილიდან 29 ივნისამდე მარსი რეტროგრადული იქნება.

როგორც ბიძინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მარსის რეტროგრადულობის დროს არ არის სასურველი, დაიწყოთ სერიოზული ან კაპიტალური რემონტი, არ არის სასურველი ჩამოაყალიბოთ ახალი კომპანია.

“17 აპრილიდან 29 ივნისამდე მარსი იქნება რეტროგრადული. მარსი ეს არის მოქმედება, აგრესია, მუშაობა… მარსის რეტროგრადულობის დროს არ არის სასურველი დაიწყოთ სერიოზული ან კაპიტალური რემონტი, არ არის სასურველი ჩამოაყალიბოთ ახალი ფირმა, კომპანია, ახალი მიმართულება, რისკი… ეს არის დრო, როდესაც უნდა აკეთოთ ის, რასაც აკეთებდით. ამ პერიოდში საქმე რეგრესირებს, იკლებს მოთხოვნა, დროულად არ ხდება ფინანსური ოპერაციები, რთულდება საქმიანი მოლაპარაკებები ან საერთოდ იშლება. ამ პერიოდში უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ თანხები მოვა იმაზე გვიან, ვიდრე თქვენ ელოდებოდით. შემოსავლები შეიძლება იყოს იმაზე ცოტა, რასაც თქვენ ელოდებოდით. არაა სასურველი შეიძინოთ ისეთი საქონელი ან აპარატურა, რაც უკავშირდება რკინას. ასევე ავტომანქანა – უფრო სატრვირთო. ვისაც ნატალურ რუკაში რეტროგრადული ყავს მარსი, მაშინ ეს მათი დროა. ეს შეზღუდვები მათ ნაკლებად ეხებათ. ამიტომ ამ პერიდში ნუ დაიწყებთ ომს, აგრესიას, ნუ დაესხმევით თავს, რადგან ამ დროს თავდამცველი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე თავდამსხმელი“, -წერს თორნიკე ბიძინაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები