“ამ პატარა ანგელოზმა შეუძლებელი შეძლო და ერს თითქოს სიცოცხლე და აზრი დაუბრუნა”

“ამ პატარა ანგელოზმა შეუძლებელი შეძლო და ერს თითქოს სიცოცხლე და აზრი დაუბრუნა”,- ამის შესახებ ურბანისტმა, მამუკა სალუქვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ძალიან კარგად დაფიქრდნენ ისინი, ვინც მთელი მონდომებით ებღაუჭება ძალაუფლებას და ისინიც, ვისაც რევანშისტულად განწყობილებს, ყველაფრის ფასად, დაკარგული ძალაუფლების დაბრუნება სურთ…ამ პატარა ანგელოზმა შეუძლებელი შეძლო და ერს თითქოს სიცოცხლე და აზრი დაუბრუნა, უამრავი ადამიანი, რომლებიც თქვენ თქვენი ბინძური პოლიტიკით, ბოღმის, ზიზღისა და უიმედობის შეგნებული პროპაგანდით ერთმანეთს დააპირისპირეთ, გააერთიანა სიკეთის კეთების სურვილით და ჩვენს შავ-თეთრ რეალობას ულამაზესი ფერები შესძინა. ჩვენ გაგვიჩნდა იმედი, იმედი იმისა, რომ ყველანი ერთად შევძლებთ და უმძიმეს დაავადებას ხელიდან გამოვგლეჯთ ანიტას, გადავარჩენთ სიცოცხლეს, გადავარჩენთ ჩვენს ხვალინდელ დღეს და გადავირჩენთ თავს… იფიქრეთ ანიტაზე და იცოდეთ, რომ ამ ულამაზესი და უსუფთავესი არსების სიცოცხლე, ბევრად უფრო ფასეული და ძვირფასია, ვიდრე თქვენი ყველასი, ერთად აღებული”,-წერს ურბანისტი მამუკა სალუქვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები